- ინტრანეტი
- ა) წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერთ-ერთ სახეობას (კლასს), კერძოდ, ინფორმაციის გაცვლის ლოკალურ ქსელს; ბ) არის კორპორატიული ან ტერიტორიული (შესაძლებელია ნაციონალური) ქსელი, რომელიც შესაბამისად აერთიანებს <acronym title="Internet Protocol">IP</acronym>-კავშირებით დაკომპლექტებულ კორპორაციის ან ტერიტორიის მცირე ლოკალურ ქსელებს და სერვერებს და ინფორმაციის გაცვლისთვის იყენებს იგივე TCP/<acronym title="Internet Protocol">IP</acronym> პროტოკოლების ნაკრებებს, რასაც ინტერნეტი; გ) საიმედოდ დაცულია არასანქცირებული შეღწევადობისგან ინტერნეტის საშუალებით, თუმცა მთლიანად თავსებადია ინტერნეტთან და ხშირად მოიხსენიება, როგორც ლოკალური ინტერნეტის ქსელი.Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
Georgian encyclopedia. 2013.